ოჯახი და კომუნისტური სახელმწიფო - ალექსანდრა კოლონტაი (1921)

ცნობილი მარქსისტი რევოლუციონერი განიხილავს ქალისა და ოჯახის საკითხს კაპიტალისტურ საზოგადოებაში და მის გადაწყვეტას რევოლუციურ წყობილებაში. ოჯახი გამოცხადებულია ფორმად, რომელიც კარგავს საკუთარ მნიშვნელობას, ხოლო ფუნქციები, რომლებსაც ის აქამდე ითავსებდა, ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე. ქალი კი საკუთარი დამცირებული, დაქვემდებარებული მდგომარეობიდან რევოლუციურ საზოგადოებაში იქცევა თავისუფალ, მებრძოლ მშრომელად. ტექსტის (მათ შორის მისი უზუსტობების, როგორიცაა "კომუნისტური სახელმწიფო") გასაგებად გასათვალისწინებელია მისი ისტორიული კონტექსტი ახალგაზრდა საბჭოთა კავშირის სახით.

Submitted by Germinal on March 13, 2026

1. ოჯახი და ქალთა დაქირავებული შრომა

შეინახება თუ არა ოჯახი კომუნისტურ სახელმწიფოში? იქნება თუ არა სწორეთ ისეთი, როგორიც არის იგი ახლა? ეს საკითხი აღელვებს მრავალ მუშა-გლეხების გულს, განსაკუთრებით ხშირად ჰფიქრობენ ამ საკითხზე მუშა-ქალები იმ დროიდან, რაც ცხოვრებამ დაიწყო ცვალებადობა, ჩვენ თვალ-წინ ჰქრებიან წინანდელი ჩვეულებანი, წესები და პროლეტარულ ოჯახის არსებობა სულ სხვანაირად ეწყობა, ახლათ, არა-ჩვეულებრივათ, რაღაც „საოცრათ”, როგორც ამის ზოგიერთები ჰფიქრობენ. ბევრს კიდევ ის აღელვებს, რომ საბჭოთა რუსეთში გაადვილებულია გაყრა. სახალხო კომისრების დეკრეტით 18 დეკემბრიდან 1917 წ. ცოლ-ქმართა გაყრა გახდა არა მარტო მდიდრების საფუფუნე საგანი და მისაწდომი: ახლა უკვე მუშა-ქალს აღარ მოუხდება თვეობით და წლობით ცდა ცალკე მოწმობის ასაღებათ იმ ქმრისაგან, რომელიც აწამებდა — ლოთობით ცემა-ტყეპით და უხეშობით. ახლა გაყრის უფლება ერთმანეთთან შეთანხმებით შეიძლება მიიღოს არა უგვიანეს ორი კვირისა. მაგრამ ეს სიადვილე გაყრისა, რომელსაც ლოცავენ ის ქალები, რომლებიც დაჩაგრულნი იყვნენ ოჯახში, აშინებს სხვა ქალებს, განსაკუთრებით იმათ, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ ქმრების ხარჯზე ცხოვრებას და ყურებას მათზე როგორც ერთად-ერთ მარჩენალზე და დასაყრდობზე ცხოვრებაში, რომლებიც ვერა ჰხედავენ, რომ დასაყრდნობი ქალმა უნდა მოსძებნოს სხვაგან, —ესე იგი საზოგადოებაში, სახელმწიფოში.

საჭირო არ არის სიმართლის დამალვა: ჩვეულებრივი უწინდელი ოჯახი, რომელსაც სათავეში უდგა ქმარი და იყო მარჩენელი ოჯახისა, ცოლი კი იმყოფებოდა ქმართან ყოველ ულუფას მოკლებული, არა ჰქონდა არც საკუთარი ნება, არც ფული და არც დრო, ეს ოჯახი დღეს იცვლება, მაგრამ ამისთვის შიში არ მოგველის. მხოლოდ ჩვენი საკუთარი გაუგებრობა და უვიცობა გვაფიქრებინებს ჩვენ, თითქო ყოველივე ის, რაზედაც ჩვენ მიჩვეულნი ვართ არასოდეს არ გამოიცვლება. „ასე იყო და ასე იქნებაო“. —არაფერი არ არის ამ თქმულებაზე უფრო შემცდარი. თუ ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას იმ გარემოებას, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი წინათ, თვალ-საჩინო ხდება, რომ ყველაფერი იცვლება, რომ არ არიან ისეთი ზნე-ჩვეულებანი, არ არის ისეთი სახელმწიფო წყობილება, რომლებიც, რჩებოდენ უცვლელათ. ოჯახიც სხვა და სხვა დროს ბევრჯელ იცვლიდა თავის ფორმას კაცობრიობის ცხოვრებაში. წინათ იგი სრულებითაც არ იყო ისეთი, როგორის ცქერასაც ჩვენ მივეჩვიეთ. დღესაც ადამიანს ეგონა, რომ ერთათ-ერთი წესიერი ოჯახი იყო დედობრივი ოჯახი ე. ი. ისეთი ოჯახი, რომლის სათავეშიც იდგა მოხუცებული დედა, დიასახლისი და იმის გარშემო სცხოვრობდენ და ერთად შრომობდნენ მისი შვილები, შვილის-შვილები და შვილის-შვილის-შვილები. იყო ოჯახი პარტრიარქალური, მამათმთავრული, რომლის მეთაურადაც ითვლებოდა მამა, მამასახლისი და იმის გვერდით, მის მამობრივ მხედველობის ქვეშ სცხოვრობდნენ შვილები, შვილის-შვილები და ემორჩილებოდნენ მის ნება-კანონს. დღეს კიდევ სოფლად გლეხებში ვხვდებით ასეთ ოჯახებს. იმათში კანონი და ზნე-ჩვეულებანი სხვაა ქალაქის მუშის ოჯახთან შედარებით. ბევრი ისეთი ჩვეულებანია იქ, რომლებსაც არა აქვთ ადვილი ქალაქის პროლეტარის ოჯახში; ფორმა ოჯახისა და ზნე-ჩვეულებანი იცვლებიან და სხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვა და სხვა ხალხში. არიან ხალხი: თურქები, არაბები, სპარსელები, სადაც კანონით მიღებულია, რომ ერთ ქმარს ჰყავდეს რამდენიმე ცოლი, იყო და ახლაც კიდევ არის ისეთი ტომი, სადაც, პირიქით, მიღებულია, რომ ერთს ცოლს ჰყავდეს რამდენიმე ქმარი. ჩვენ გვაქვს ჩვეულება, რომ კანონერ ქორწინებამდის ქალისშვილი იყოს უბიწო, ხოლო იყვნენ და ახლაც არიან ისეთი ხალხები, რომლებშიაც ქალი ამაყობს თავის საყვარელთა რიცხვით და იკეთებს იმდენს ნიშნებს ხელზე და ფეხზე, რამდენი საყვარელიცა ჰყავს… ბევრი ჩვეულებანი, რომლებიც ჩვენ გაგვაკვირვებენ და რომლებსაც ჩვენ დავუძახებდით უზნეოს, სხვა ტომის ხალხი სრულ პატიოსნებათ თვლის, და ის კანონი და ჩვეულებანი, რომლებიც ჩვენ გვაქვს, იმათ ცოდვათ ეჩვენებათ. ამიტომ საფუძველი არა გვაქვს გვეშინოდეს იმისი, რომ ოჯახი იცვლება ახლა, რომ მასში ჰკვდება, რაც ძველია და არასაჭირო, და რომ ჩვენში დამოკიდებულება ქალისა და მამა-კაცს შორის ეწყობა ისე, როგორც ამას ახალი ცხოვრება მოითხოვს. საჭიროა მხოლოდ კარგათ გავარჩიოთ: რა არის ოჯახში დროგადასული და რაა-ისეთი უფლებები და ჩვეულებანი, როგორც მუშა-ქალთა და მამა-კაცთა დამოკიდებულებათა შორის, ისე გლეხ-კაცსა და გლეხ-ქალ შორისაც, რაც უფრო შეთანხმება და შეეფერება ახალი წყობილების, საბჭოთა სისტემის, საფუძვლების ახალ ცხოვრებას, რაც კი შეეთანხმება ამ ცხოვრებას, ის იცოცხლებს მხოლოთ, ხოლო რაც ძველ წარსულ დახავსებულ-დამყაყებულ მემამულეთა და მესაკუთრე კაპიტალისტთა მეფობის დროიდან არის დარჩენილი, დეე იგინი გაჰქრენ და აღიგავონ თვით მესაკუთრეებთან ერთად. ე. ი. პროლეტარიატის და ღარიბი ხალხის მტრებთან ერთად. ის ოჯახიც, რომელსაც შეჩვეულია ჩვენი ქალაქის და სოფლის პროლეტარიატი, არის პატარა ნაშთი წარსულისა. ოდესღაც ეგონათ, რომ ოჯახი, რომელიც იყო მაგრათ კარ-ჩაკეტილი, რომელიც აღიარებდა, რომ ქორწინება ნაკურთხი თვით სამღვდელოებისაგან, დაურღვეველია საუკუნოთ და სავალდებულოა ყველა ოჯახის წევრთათვისო. ვინ აჭმევს და ასმევს ბავშვებს, ვინ ჩააცმევს და დაჰხურავს, ვინ აღზრდის და ვინ ჩაუნერგავს ჭკუა-გონებას მათ, თუ არა ოჯახი? ასე ჰფიქრობდენ წინათ, ძველ დროში. და ობლობა ყველაფერზე მწვავე და უსაშინელი უბედურება იყო. წარსულ დროს ოჯახში და, ბევრგან ეხლაც, მუშაობდა ქმარი, ის აცხოვრებდა ცოლ-შვილს; ცოლი კი დიასახლისობდა, ოჯახს მართვდა და, შეძლებისადაგვარათ, ზრდიდა შვილებს; მაგრამ უკანასკნელ საუკუნის განმავლობაში ყველა ქვეყნებში, სადაც მეფობს კაპიტალი, სწრაფად ვითარდებიან ფაბრიკა-ქარხნები და სხვა კაპიტალისტური წარმოებანი, რომლებიც მოქმედობენ დაქირავებული შრომით, იქ ჩვეულებრივი ოჯახი ირღვევა, იცვლებიან მისი ზნე-ჩვეულებანი, საზოგადო ცხოვრების პირობებთან ერთად. ყველაზე უწინ დიდი ცვლილება შეიტანა ოჯახურ ზნეობაში ქალების საყოველთაო დაქირავებულ შრომამ. წარსულ დროში მარჩენლად ითვლებოდა მხოლოდ ქმარი.მაგრამ უკანასკნელ სამოციან, ორმოც და-ათიან წლებში რუსეთში (სხვა ქვეყნებში რამოდენიმეთ ადრე) კაპიტალიზმმა აიძულა ქალიც სამუშაო ეძებნა ოჯახის გარე. მარჩენალი ქმრის ნაძუშევარი აღარა ჰყოფნიდა ოჯახს, ქალსაც მოუხდა გასვლა სამუშაოზე, ქალსაც მოუხდა ფაბრიკის კარის დარაკუნება. ყოველ-წლობით იზრდება რიცხვი მუშა ქალებისა, რომლებიც მუშაობენ არა სახლში, ოჯახში, არამედ ფაბრიკა-ქარხნებში დღიურ სამუშაოზე, დუქნებში, კანტორში სხვის ოჯახებში ხელზე მოსამსახურეებათ, სამრეცხელოებში და სხვაგან.

იმ ანგარიშით, რომელიც მსოფლიო ომიანობამდის მოახდინეს ევროპის და ამერიკის სახელმწიფოებმი ითვლებოდა 60 მილიონი ოჯახზე-დამოუკიდებელათ თავის მარჩენალი მომუშავე ქალი. ომიანობის დროს ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტათ გადიდდა და თითქმის ნახევარი რიცხვი ამ ქალებისი ქმრიანები არიან! მარა რაღაა ასეთი ოჯახური ცხოვრებაა, როდესაც დედა და ცოლი თუნდა რვა საათს; ბინაზე მისვლამდე ათ საათსაც სამუშაოზეა და ოჯახს მოწყვეტილია! ოჯახის მართვა მიტოვებულია, ბავშვები იზრდებიან მშობლის უყურადღებოთ, უმეტესათ ქუჩებში, თავის თავის-ამარად და ყველა საშიშ შემთხვევების ქვეშ. მუშა-ქალი იქანცება, როცა სამ საქმეს ერთათ შეასრულებს: ფაბრიკა-ქარხნებში ან სტამბებში და ან კიდევ კანტორებში, ქმრის თანასწორათ, როცა მუშაობს, მას ამის შემდეგ ძალა აღარ ყოფნის, ოჯახს და შვილებს გაუძღვეს. კაპიტალიზმმა ქალს დააკისრა მისი ძალ-ღონის შეუფერებელი ტვირთი. მან გადააცქია ის დაქირავებულ მომუშავე ქალათ და კი ვერ შეუმსუმბუქა ვერც ოჯახის საქმე და ვერც მშობლისა.

ამგვარად წელში წყდება ქალი სამ გვარ მის ძალ-ღონის შეუფერებელ ტვირთ ქვეშ. იმის გულიდგან ისმის შემაძრწუნებელი გმინვა და თვალზე არ უშრება ცრემლი. ქალის ხვედრი ყოველთვის მწარე იყო. მაგრამ არასოდეს ისე მძიმე არა ყოფილა, ისე გაუღიმებლად არა დროს არ უცხოვრია, როგორც ცხოვრობენ მილიონობით მუშა ქალები კაპიტალიზმის უღელ ქვეშ ფაბრიკა ქარხნების განვითარების დროს რამდენათაც ჩქარა იზრდება დაქირავებული მუშაობა ქალებისა, იმენად ჩქარა ირღვევა ძველი უწინდელი ოჯახი. რა ოჯახია მაშინ, როცა ცოლ-ქმარი მუშაობენ სხვა და სხვა ადგილს! როგორი ოჯახური ცხოვრებაა, თუ ცოლს არა აქვს იმედნი დროც კი, რომ წესიერად სადილი მაინც მოამზადოს, რომ მშობელთა თუ დღე-ღამის მძიმე მუშაობის გამო ერთი საათითაც ვერ მოასწროს, დარჩეს შვილებთან! წინათ — დედა მუშაობდა ოჯახში და შვილები გარშემო, იმის გამჭრიახ მხედველობის ქვეშ იყვნენ. ახლა კი უნდა მოასწროს ქარხნის საყვირის ხმას სახელოსნოში და ისევ საყვირის ხმაზევე გამოეჩქაროს შინ, რომ სასწრაფოდ სახლში მოამზადოს რამე და გამოუძინებლად ისევ სამუშაოზე გაემგზავროს მეორე დღეს. ეს ცხოვრება კი არა, კატორღაა და სატანჯველია ყველა ქმარშვილიან მომუშავე ქალისთვის.

ასეთი მდგომარეობის გამო ოჯახი ირღვევა და ინგრევა. თანდათანობით ჰქრება ყველაფერი ის, რაზეღაც დამყარებული იყო ოჯახი.

ოჯახი ჰკარგავს მნიშვნელობას, როგორც თვით ოჯახის წევრებისათვის, ისე სახელმწიფოსთვისაც. ამნაირათ ოჯახის ახლანდელი ფორმა მძიმე ტვირთია და მეტი არაფერი.

რას ეყრდნობოდა უწინდელი მაგარი და ჩაკეტილი ოჯახი? პირველად მას, რომ ოჯახის მარჩენალათ იყო მამა — ქმარი; მეორეთ, საერთო საჭირო საოჯახო მეურნეობას; მესამეთ — მშობლებისაგან შვილების აღზრდას. რაღა რჩება ამ ჟამად ძველი ოჯახიდან? ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ქმარს აღარ შეუძლია იყოს ერთად-ერთი მარჩენალი ოჯახისა, მუშა ქალიც მუშაობს მასთან თანასწორათ ახლა ქალი შეეჩვია თვითონ აცხოვროს თავისი თავი, შვილები და ხშირად ქმარიც. მარა ამავე დროს ჯერ კიდევ ჩვეულება მას ავალებს ოჯახში დიასახლისობას და ჩვილი ბავშვების აღზრდას. გავშინჯოთ დაახლოვებით-შორდება თუ არა ოჯახს ეს ვალდებულებაც.

2. საოჯახო მეურნეობა აღარ რჩება საჭიროთ

იყო დრო, როდესაც ქალაქის და სოფლის ღარიბი ქალის მთელი ცხოვრება მიდიოდა სულ ოჯახში, ოჯახს გარეშე ქალმა არაფერი არ იცოდა და ცოტანიც იყვნენ მათში მსურველები – სცოდნოდათ რა კეთდებოდა გარეთ, სამაგიეროთ საკუთარ ოჯახში რამდენი სამუშაო იყო! და სამუშაო სხვა და სხვაგვარი, საჭირო არა მარტო თვით ოჯახისთვის, არამედ მთელი სახელმწიფოსთვისაც. ქალი არა მარტო საჭმელს ჰხარშავდა ოჯახისთვის, რეცხავდა, ალაგებდა სახლს, აკერებდა საცვლებს და ქსოვდა წინდებს, ესე იგი, ასრულებდა არა მარტო იმ საქმეს, რომელსაც აკეთებს დღეს თვითეული ქალი მუშათა და გლეხთა ქალებისა, არამედ ასრულებდა მთელ რიგ სხვა საქმეებსაც. ის ართავდა მატყლს და კანაფს, ჰქსოვდა ტილოს, შალს, წინდებს, არშიებს, ამზადებდა ზამთრისთვის ყოველგვარ წნილებს, ამარილებდა ხორცეულობას, რამდენადაც საშუალება ნებას აძლევდა, ამზადებდა „კვასს“, ჰქნიდა თაფლის სანთელს და ვერ ჩამოთვლი ყველას, რასაც წინათ ქალი აკეთებდა!

ასე სცხოვრობდენ ჩვენი დედები და ბებიები და ახლაც არიან ყრუ და მივარდნილი სოფლები, რომლებიც სანაოსნო წყლებიდან და რკინის გზებიდან დაშორებულნი არიან სადაც აქნობამდის ცხოვრება ძველებურად. მიმდინარეობს, სადაც ქალი მხოლოდ დიასახლისია და დატვირთულია ყოველ გვარ ისეთი საქმით, როგორსაც უკვე აღარ აკეთებენ ქალები მუშათა ოჯახებისა დიდ ქალაქებში და დიდ სამრეწველო ცენტრებში. ყველა ეს საშინაო საქმე ჩვენი წინაპრების დროს იყო საჭირო და სასარგებლო; მასზე იყო დამოკიდებული ოჯახის კეთილ-დღეობა. რამდენადაც ბეჯითად მუშაობ და დიასახლისი, იმდენად უკეთესად სცხოვრობდა გლეხი და ხელოსანი, იმდენად მეტი იყო ოჯახში სარჩო და წეს-რიგი დიასახლისის ოჯახში ასეთი შრომით, სარგებლობდა მთელი სახელმწიფოს მეურნეობაც. დედა კაცის ხელით კეთდებოდა არა მარტო სადილები და მურაბები, რომლებიც იქვე იჭმებოდა, ე. ი. იხარჯებოდა ოჯახში მოსახმარებლად, არამედ, მათთან ერთად მზადდებოდა სხვა საგნებიც: ტილო, ნართი, ერბო და სხვა, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ ბაზარზე გამოსატანათ და შეადგენდენ საქონელს, ღირებულებას. მართალია ჩვენი ბებიების და დიდედების დროს იმათი შრომა ფულად არ ფასდებოდა, მაგრამ თვითეული ოჯახის გამგე, გლეხი ან ხელოსანი, როდესაც ირჩევდა საცოლეს, სცდილობდა ეშოვა ისეთი, რომ ოჯახში სამუშაოდ ჰყოლოდა — „ოქროს ხელები“. ქმარი ანგარიშობდა, „თუ მეოჯახე ცოლი“ არ ეყოლა, ისე „უგამგებლოდ ცოლის“ ოჯახი ვერ იხეირებდა. სახელმწიფოს თვალსაზრისითაც და ხალხის ინტერესების მიხედვითაც ისე გამოდიოდა, რომ რამდენადაც ბეჯითათ და სწრაფად მუშაობდა ქალი ოჯახში, და აგრეთვე მასთან ერთათ, ყველა ოჯახის წევრები სხვა და სხვა საგნების დასამზადებლათ: ტილოსი, ტყავისა, მატყლისა და სხვა და სხვა ზედმეტ საგნების ბაზარზე გამოსატანათ, იმენად მეტს სარგებლობდა ამით მთელი სახალხო მეურნეობა, მთელი სახელმწიფო.

მაგრამ კაპიტალმა ძირიანათ შესცვალა უწინდელი ცხოვრება: რაც კეთდებოდა წინათ ოჯახში, უმთავრესად ქალის ხელით, ახლა იმის კეთება დაიწყეს მრავლათ ფაბრიკა-ქარხნებში. რომელი ქალი ჩამოასხავს ახლა ქონის სანთელს, დაართავს მატყლს, მოქსოვს ტილოს, თუ ყველა ეს საქონელი იშოვება გასაყიდად. იყო დრო, როცა თვითეულ ახალგაზდა ქალიშვილს ასწავლიდენ წინდის ქსოვას. მაგრამ ახლა რომელ მუშა ქალს მოუვა ფიქრად მოქსოვოს წინდები შინ? სად იშოვის ამისათვის დროს? დრო ფულს ნიშნავს და უსარგებლოთ და უნაყოფოთ არ იხარჯება. ამ ჟამად კი უფრო სასარგებლოა მომუშავე ქალისთვის იყიდოს ფაბრიკაში დამზადებული წინდები ანუ ჩულქები, ვიდრე თითონ დახარჯოს დრო იმათ ქსოვაზე; აგრეთვე იშვიათად დაიწყებს მუშა-ქალი ზამთრისთვის წნილების და შაშხების და სხვა და სხვა სამზადისის კეთებას, როდესაც ყველგან შეიძლება ყიდვა ყველა ამ საქონლისა ფულზე. დეე უარესი იყოს ეს ნაყიდი, ნაკლების ღირსებისა, ვიდრე შინ დამზადებული დიასახლისის ხელით, მაინც არა სცალიან დახარჯოს დრო და ძალა ამ შრომისათვის. ის უპირველესად გარეთ გამოსული დაქირავებული მშრომელი ქალია, და ასე ცოტ-ცოტად ოჯახიდან ჰქრება ძველი ჩვეულებრივი მუშაობა, ურომლისოთ ჩვენი ბებიები და დედები ვერ წარმოიდგენდენ ოჯახს. ის რაც მზადდებოდა ოჯახში, ეხლა მზადდება საგანგებოდ საერთო შრომით მუშა-მამაკაცისა და დედა-კაცისა ფაბრიკა ქარხნებში. ოჯახი რჩება მხოლოდ ოჯახურ მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი წარმოება და ისპობა ზედმეტი დამზადება. საოჯახო მეურნეობა ახლა შესდგება ოთხი საქმისაგან: სახლის მილაგება დასუფთავება, (ზამთარში ფეჩების დანთება, ლამპრების დაწმენდა და სხვა), მეორე — მზარეულობა — სადილისა და ვახშმის დამზადება; მესამე — სარეცხის რეცხვა; მეოთხე — ძველი და ახლის კერვა ოჯახის წევრთათვის. ყველა ეს საქმე, ადვილი არა არის: ის დამღუპველია და შთამთქმელია ქალის მთელი ძალისა და თავისუფალი დროსი, (განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ, რომ ქალი ამავე დროს შრომობს საწარმოვო დაწესებულებებშიც). თუმცა მაინც ყველა ესეთი არ არიან ის საქმეები, რომლებსაც წინათ აკედებენ ჩვენი ბებიები. რით სხვავდება ეს საქმე წინანდელისაგან? უპირველესად მითი, რომ ყველა ეს ოთხივე მხარე ოჯახურ მეურნეობისა, რომლებზედაც კიდეც მაგრდება ოჯახი, ახლა მაინცა და მაინც აღარ არის საჭირო და სასარგებლო სახელმწიფოსთვის, სახალხო მეურნეობისთვის. ეს საქმეები აღარ ჰქმნიან აღარავითარ ახალ ღირებულებას, აღარ არიან სასარგებლონი სახალხო სიმდიდრის შესაქმნელად.

დიასახლისს შეუძლია დილიდან საღამომდის იფუსფუსოს თავის სანატრელ ოჯახის დასალაგებლად, შეუძლიან ყოველ დღე რეცხოს და აუთოოს თავის სარეცხი, საგანგებოთ დააკეროს თავის ტანისამოსი, აგრეთვე დაამზადოს სულ უბრალო სადილი, საღამოზე იმის შრომიდან მაინც აღარ დარჩება არავითარი მატერიალური ღირებულების კვალი, იმის მშრომელი ხელიდან არ შეიქმნება არაფერი ისეთი, რომ გამოვიდეს ბაზარზე გასაყიდი რამე და თუნდა დიასახლისმა ათასი წელიწადი იცოცხლოს, იმას ყოველ დღე მოუხდება დაიწყოს თავისი საქმე ისევ თავიდან, ისევ თაროებზე მტვერი დაედება, ისევ ქმარი დაბრუნდება სამუშაოდან მშიერი, ისევ ბავშვები დაისვრიან ტანისამოსს და დღითი დღე სულ უფრო და უფრო აშკარავდება, რომ დიასახლისის შრომა თითქოს საჭიროა არაა, რადგან ის უნაყოფო რჩება.

საოჯახო მეურნეობა ჰქრება, ის უთმობს ალაგს საზოგადოებრივ მეურნეობას. იმის მაგიერად, რომ მუშა ქალმა დაალაგოს სახლი, კომუნისტურ საზოგადოებაში განსაკუთრებული დახელოვნებული მუშა მამა-კაცები და დედა-კაცცები იქნებიან, რომლებიც დილაობით ჩამოუვლიან ოთახებს და დაალაგებენ. მდიდრებმა დიდი ხანია ჩამოაშორეს თავის ცოლებს ყველა ეს მომქანცველი და ეს მოსაწყენი საქმეები. მაშ მუშა ქალები რაღათ უნდა იტანჯებოდენ? საბჭოთა რუსეთში ყველა მუშა ქალების ცხოვრება უნდა მოეწყოს ისევე მოხერხებულათ, ისეთივე სინათლით, სისუფთავით და სილამაზით,როგორც ეს იყო წინათ ხელ-მისაწდომი მხოლოდ მდიდრებისთვის. იმის მაგივრად, რომ.იტანჯონ სარეცხის რეცხვაზე, დახარჯონ თავის უკანასკნელი თავისუფალი საათები სამზარეულოში, სადილის და ვახშმის დამზადებაზე, კომუნისტურ საზოგადოებაში ფართოთ იქმნებიან მოწყობილნი საზოგადო სასდილოები, ცენტრალური სამზარეულოები. აქეთკენ მიჰყავდაცხოვრება თვითონ კაპიტალიზმს, უკანასკნელ ნახევარ საუკუნის განმავლობაში სასადილოები და ყავა-ხანები ყველა დიდქალაქებში იზრდებოდენ არა ჩვეულებრივი სისწრაფით, მრავლდებოდენ სოკოებივით გაზაფხულის წვიმების შემდეგ, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ კაპიტალისტურ წყობილებაში სასადილოებით სარგებლობდა ფულიანი ხალხი. კომუნისტურ წესწყობილების დროს კი ცენტრალური სამზარეულოები და სასადილოები. იქნებიან საზოგადო ხელ მისაწვდომი. სწორედ ასევე ჰქრება საჭიროება მუშა ქალისთვის მოიქანცოს სარეცხის გობთან ან დაჰკარგოს თვალის-ჩინი საცვლების კერებაში. ცენტრალური სამრეცხველოები, სადაც ყოველ კვირას წაიღებს მუშა-ქალი ოჯახის საცვლებს და მიიღებს დარეცხილს და დაუთოვებულს, ჩამოაშორებენ მას ამ საქჰესაც. განსაკუთრებული სახელოსნოები ტანისამოსის დასაკერებლად, მისცემენ საშუალებას მუშა ქალებს გაატარონ საღამო წიგნის კითხვაში, წავიდნენ კრებებზე, მიტინგებზე და კონცერტებსა და თეატრებში, იმის მაგიერად, რომ საათობით ისხდნენ და საცვლებს საკერებლებს უდებდენ და საკერავებზე თვალებს იწყალებდენ.

ყველა ამგვარი საქმე, რომლებითაც ჯერ კიდევ მაგრდება საოჯახო მეურნეობა, სასიკვდილოდ არიან გამზადებულნი. სოციალისტური სახელმწიფოს დაარსებით. მათი მოსპობა მუშა ქალს კი არ დააღონებს და შეაწუხებს, არამედ სიხარულს და შვებას მიანიჭებს. კომუნა ამსხვრევს ქალის ოჯახში დამონების ბორკილებს და სჭედავს მის ცხოვრებას ისე, რომ შეიქმნეს მისი ცხოვრება მდიდარი, სრული მხიარული და თავისუფალი.

3. შვილების აღზრდა არის სახელმწიფოს საქმე

მაგრამ რაღა დარჩება კიდევ ოჯახიდან, თუ კი არ იქნება საოჯახო მეურნეობა? ერთი სიმაგრეთაგანი ოჯახისა არის შვილების აღზრდის საქმე, მაგრამ საამხანაგო შრომის სახელმწიფო აქაც ანგრევს მას. —საზოგადოება თანდათანობით ღებულობს თავის თავზე ყველა იმ მზრუნველობას, რასაც წინად ასრულებდნენ მშობლები, შვილების აღზრდის საქმეში ჯერ კიდევ კაპიტალიზმის დროსაც ბავშვის სწავლებაზე მშობლები ბევრს აღარ ზრუნავენ; ბავშვები სწავლობენ სასწავლებლებში. ბავშვს, როცა მოსდიოდა სწავლის დრო, მშობლები ჰგრძნობდენ, რომ ახლა მზრუნველობა ბავშვების გონების განვითარებაზე იმათ ჩამოშორდებოდათ. მაგრამ ოჯახს კიდევ რჩებოდა არა მცირე სხვა მზრუნველობა: რჩენა შვილებისა და ჩაცმა-დახურვა მათი. აღზრდა იმათი პატიოსან და მშრომელ მუშაკებათ, რომლებიც თავის თავსაც იცხოვრებდნენ და მშობლებსაც სიბერის დროს არ დასტოვებდენ დაუხმარებლათ. მუშის ოჯახს კი იშვიათად ჰქონდა შემთხვევა შეესრულებინა თავისი მშობლური მოვალეობა: პატარა ხელფასი არ აძლევდა ნებას მაძღრისად მაინც ეჭმია შვილებისთვის. აგრეთვე არა ჰქონდათ მუშა-დედ-მამას თავისუფალი დრო მიექციათ ჯეროვანი ყურადღება ბავშვების ზნეობრივად აღზრდისთვის. ისე სჩანდა თითქო ოჯახი ზრდიდა ბავშკებს, მაგრამ ეს განა ესეა? პროლეტარის შვილებს ზრდის ქუჩა. პროლეტარებმა დიდი ხანია არ იციან, რა არის ოჯახური ცხოვრება, რომლებითაც სცხოვრობდენ ჩვენი მამები და მშობლები. ამასთან მცირე ხელ-ფასი მშობლებისა, შიმშილი და არა უზრუნველ ყოფა აიძულებდენ პროლეტარების შვილებს, რომ უკვე ათი წლისანი გამხდარიყვენ დამოუკიდებელი მუშები და, როდესაცც პატარა ბიჭები ან გოგოები თითონ ირჩენენ თავს, მაშინ მშობლების სიტყვებს და დარიგებას მნიშვნელობა არა აქვთ მათთვის: ჰქრება უწინდელი მორჩილება. მშობლების გავლენა სუსტდება; სწორეთ ისევე, როგორც ჰქრება საოჯახო მეურნეობა. აგრეთვე თან და თანობით სულ კლებულობს მოვალეობა ოჯახისა შვილებისადმი, რომლების შესრულებაც შეეძლოთ მხოლოდ მშობლებს. ყველა მოვალეობა, ე. ი. რჩენა და აღზრდა შვილებისა, თანდათანობით გადადის მშობლებიდან საზოგადოებაზე. კაპიტალისტურ წყობილებაში ძლიერ ხშირათ ბავშვები იყვნენ მძიმე ტვირთი პროლეტარის ოჯახისთვის.

კომუნისტური საზოგადოება უეჭველათ დაჩქარებით მიეგებება მშობლებს ამ მძიმე ტვირთის შემსუბუქების საქმეში, რომ გაუადვილოს ოჯახს ძნელი მოვალეობა ოჯახის რჩენისა და ბავშვების აღზრდისა.

საბჭოთა რუსეთში სოციალისტურ უზრუნველყოფის და სახალხო განათლების კომისარიატისაგან ბევრი რამ კეთდება უკვე ჩვენში, რომ შეუმსუბუქოს ოჯახს ძნელი საქმე ოჯახის რჩენისა და ბავშვების აღზრდისა; სახლები ყრმათათვის, ბაგეები, სააკვოები, საბავშვო ბაღები, კერიები და საავადმყოფოები ავადმყოფ ბავშვებისთვის; აგრეთვე საბავშვო სასადილოები, საუზმეები სასწავლებლებში, მუქთა სახელმძღვანელოების დარიგება მოწაფეთათვის, აგრეთვე თბილი ტანისამოსის და ფეხსაცმელების, ყველა ესენი მაჩვენებელია იმისი, რომ მზრუნველობა ბავშვებზე გამოდის ოჯახის ფარგლებიდან, შორდება მშობლებს და გადადის საზოგადოების და კოლექტივის ხელში. როგორც ოჯახის მეურნეობა წინათ აგრეთვე მშობლების მზრუნველობა ბავშვებზე ოჯახში იყოფოდა სამად: პირველი — ყურადღება ბავშვებისადმი, მეორე — აღზრდა და მესამე — სწავლა იმათი, ბავშვების აღზრდა სასწავლებლებში, შემდეგ გიმნაზიებში და უნივერსიტეტებში, ჯერ კიდევ კაპიტალიზმის დროს გახდა სახელმწიფოს საქმეთ. მოთხოვნილება და პირობები მუშათა კლასის ცხოვრებისა მძლავრათ უკარნახებენ თვით კლასიურ კაპიტალისტურ საზოგადოებას — შეექმნათ ბავშვებისთვის მთელი რიგი სხვა და სხვა აღმზრდელი დაწესებულებანი: საბავშვო მოედნები, ბაღები, კერები და სხვა და სხვა. რამდენათაც უფრო შეგნებულნი იყვნენ მუშები, ორგანიზაციულად მოწყობილნი რომელიმე სახელმწიფოში, მით უფრო მშობლებს უმსუბუქებდენ ტვირთს ბავშვებზე მზრუნველობის საქმეში. მაგრამ ბურჟუაზიულ საზოგადოებას ეშინოდა ძლიერ შორს არ წასულიყო მუშათა კლასის სასარგებლოთ და ხელი არ შეეწყო მისი ოჯახის დარღვევისთვის. კაპიტალისტები მშვენივრად ანგარიშობდენ, რომ ქალის დამმონავებელი უწინდელი ოჯახი მაძღარი და კეთილად განწყობილი ქმრის პასუხისმგებლობის ქვეშ უკეთესად უწყობდა ხელს, რომ მას თავი შეეკავებია და თავისუფლებისაკენ მისწრაფებაზე ხელი აეღო და ამნაირათ რევოლიუციონური სული, როგორც მუშა მამა-კაცებში, ისე დედა-კაცებშიაც, შეესუსტებია. ოჯახზე ზრუნვა რომ მუშათა კლასს წელში ჰტეხს და დედამიწაზე აკრავს, აიძულებს მას, რომ რაც შეიძლება მეტი დაუთმოს კაპიტალს. რას არ გააკეთებენ: მამა ან დედა, თუ შვილები მშივრები ჰყავთ?! კაპიტალისტურ საზოგადოებაში ბავშვების აღზრდის საქმე არ შეიძლებოდა გამხდარიყო მთლად საზოგადოების საქმეთ, საქმეთ სახელმწიფოსი, თუ ამას ხელს უშლიდენ მესაკუთრეები, ბურჟუაზიული კლასი, პირიქით, კომუნისტურ სახელმწიფოში ახლა ბავშვების საზოგადოებრივი აღზრდა ხდება საფუძვლათ ახლის კანონებისა და ცხოვრების ზნე-ჩვეულებისა. არა ვიწრო და მაგრათ კარჩაკეტილ ოჯახს, სადაც მშობლების მუდმივი ჩხუბია, არა ოჯახს, მიჩვეულს ზრუნვას მხოლოდ ნათესავთა კეთილ-დღეობისათვის შეუძლია აღზარდოს ახალი ადამიანი, არამედ იმ აღმზრდელ დაწესებულებებს: საბავშვო მოედნებს ბაღებს და კერებს, სადაც ბავშვი გაატარებს დღის უმეტეს ნაწილს და სადაც შეგნებული აღმზრდელები გამოიმუშავებენ იმათში შეგნებულ კომუნისტებს, რწმენით ერთი წმინდა ლოზუნგის თანახმათ: თანხმობა, ურთი-ერთის დახმარება და კოლექტივის ერთგულება.

დასასრულ, რაღა რჩება ოჯახს შვილების მოვალეობის შესახებ, რაღაა მოვალეობა მშობლებისა, თუ სწავლასაც, აღზრდასაც და ყველა დიდ ნაწილს მშობლიურს მზრუნველობისა სახელმწიფო შეასრულებს? განა თუ მარტო ის, რომ მან ყურადღება მიაქციოს ჩვილ ყრმას, ვიდრე ის კიდევ დედის მკერდს ვერ მოჰშორებია, ძუძუმწოვარია, ვიდრე ის კიდევ დასდევს დედას ფარფატით და ეჭიდება იმის კაბის კალთას? მაგრამ აქაც კომუნისტური სახელმწიფო იჩქარის დაეხმაროს მშრომელ მუშა-ქალს. უყურადღებოთ არ უნდა იყვნენ მიტოვებულნი დედა-ქალი-შვილნი, მიტოვებული ცოლები ყრმა ბავშვებით ხელში. შრომის სახელმწიფო ისახავს თავის მიზნათ უზრუნველჰყოს თვითეული დაქროწინებული და არა დაქორწინებული მშობელი ვიდრე მას ძუძუმწოვარა ბავშვი ჰყავს. სახელმწიფო გააშენებს ყოველგან ძუძუმწოვარი ბავშვების დედებისათვის სახლებს სოფლათ და ქალაქათ, მოაწყობს თვითეულ საწარმოვო დაწესებულებებთან ბავშვების სააკვნოებს, რომ საშუალება მიეცეს ქალს შეუთავსოს თავისი სასარგებლო შრომა სახელმწიფოს მოვალეობას. ნუ ეშინიანთ დედა მუშა-ქალებს, ვითომ კომუნისტური საზოგადოება წაართმევს მშობლებს შვილებს, გასწყვეტს ყრმებს, მშობლის გულს ან ძალ-დატანებით დაახლოვოს ოჯახს. არაფერი ამის მზგავსი არ იქნება. კომუნისტური საზოგადოება ისახავს თავისთვის სულ სხვა მიზანს. ის ხედავს, რომ ძველი უწინდელი ოჯახი ირღვევა, რომ იმას შორდება ყველა ის საქმე, ყველა ის სიმაგრეები, რომლებიაც ის არსებობდა. საოჯახო მეურნეობა კვდება, შვილებზე აღარ შეუძლიანთ იზრუნონ პროლეტარმა მშობლებმა, აღარ შეუძლიანთ აღარც აღზრდა და აღარც საზრდოობა მათი. ასეთ მდგომარეობის გამო იტანჯებიან შვილებიც და მშობლებიც. ამიტომ კომუნისტური საზოგადოება ისწრაფის მიეგებოს მუშა მამა-კაცს და ქალს უთხრას: თქვენ ახალგაზრდები ხართ, თქვენ შეგიყვარდათ ერთმანეთი, ყველა კაცს აქვს უფლება იყოს ბედნიერი. ნუ შეგაშინებთ ცხოვრება, ნუ გაექცევით ბედნიერებას, ნუ შეგეშინდებათ ქორწინებისა, როგორც ეშინოდათ ამისი კაპიტალიზმის დროს მუშა მამა-კაცს და ქალს, ვინაიდან ჰხედავდენ, რომ ქორწინება იმათთვის ბორკილი იყო. ნუ შეგეშინდებათ იმისიც, რომ თქვენ ახალგაზრდები და ჯან-საღები მიუძღვნით ახალ მოქალაქე შვილებს საზოგადოებას. შრომის საზოგადოება საჭიროებს ახალ მშრომელ ძალას და ის მიესალმება თვითეულ ყრმის მოვლენას ქვეყნად. ნუ შეგეშინდებათ ბავშვების ბედისაც, იმათ არ მოელით არც უყურადღებობა, არც შიმშილი და არც სიცივე, რაც კაპიტალიზმის დროს იყო. კომუნისტურ საზოგადოებაში თვითეული ყრმა ანგარიშში იღება და მშობლებსაც უზრუნველ-ყოფილი აქვს ულუფა და მზრუნველობა სახელმწიფოს მხრით. საზოგადოება აჭმევს მას, აღზრდის, განავითარებს და იმავე დროს არც მშობლებს ჩამოაშორებს, თუ კი მათ სურთ მონაწილეობა მიიღონ შვილების აღზრდაში. საზოგადოება აიღებს თავის ხელში ყველა მატერიალურ ტვირთს ბავშვების აღსაზრდელად, მშობლიურ სიყვარულს კი დაუტოვებს იმათ, ვისაც შეუძლიანთ განიცადონ და იგრძნონ ეს სიყვარული. განა ეს არის ძალით დაშლა ოჯახისა? ეს არის ძალით წართმევა შვილებისა მშობლებისთვის?

დაფარვა საჭირო არ არის: ძველი ოჯახი კვდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ძალით ანგრევს მას სოციალისტური სახელმწიფო, არამედ მით, რომ ის იშლება და უქმდება ცხოვრების ახალი პირობებით. ოჯახი აღარ ხდება საჭირო, ის აღარ უნდა სახელმწიფოს იმისთვის, რომ ოჯახური მეურნეობა აღარ არის სასარგებლო სახელმწიფოსთვის, ეს ოჯახი უსარგებლოთ აშორებს უფრო სასარგებლო და ნაყოფიერ შრომას, ეს ოჯახი აღარ არის საჭირო თვით ოჯახის წევრთათვისაც, ვინაიდან ოჯახის ყველა საქმეებს და ბავშვების აღზრდის მოვალეობას თანდათანობით იღებს თავის ხელში თვით საზოგადოება. წინანდელ ოჯახის ადგილზე იზრდება და შენდება ახალი ფორმა დედა-კაცის შეერთებისა: ამხანაგურ და გულითადი კავშირისა კომუნისტურ საზოგადოების ორ თავისუფალ და დამოუკიდებელ თანასწორ უფლებიან წევრს შორის. ქრება ქალის დამონება ოჯახში, აღარ არის უთანასწორობა ოჯაში, აღარ აქვს ქალს იმის შიში, რომ იგი უმწეო მდგომარეობაში ჩავარდება ბავშვებით ხელში, თუ ქმარმა მიატოვა ქალი. კომუნისტურ სახელმწიფოში ქალი დამოკიდებულია არა ქმარზე, არამედ თავის მუშა ძალაზე, არა ქმარი, არამედ თავის საკუთარი ხელები არჩენენ მას. აღარც იმის შიში აქვს, რომ შვილებს ცუდი ბედი ეწევა, ვინაიდან შრომის სახელმწიფო იღებს თავის ხელში იმათზე მზრუნველობას. ყველაფერი ნივთიერი, ფულის ყოველგვარი ანგარი, რომელიც რყვნის და ამახინჯებს ოჯახურ ცხოვრებას, ჰქრება ქორწინებიდან. ქორწინება ხდება ორი ერთმანეთის მოსიყვარულე და ერთმანეთის სრული ნდობით აღჭურვილ სულის უმაღლესი კავშირი, რომელიც ანიჭებს უმაღლეს სიხარულს და კმაყოფილებას თვითელ შეგნებულ და განვითარებულ, როგორც მუშა მამა-კაცს, ისე დედა-კაცს.

თავისუფალი, მაგრამ მაგარი თავისი ამხანაგური სულით, კავშირი მამა-კაცს და ქალს შორის, ნაცვლად უწინდელ დამონებული ცხოვრებისა, აი რას ჰპირდებიან მუშა-ქალებს და მუშა მამა-კაცს კომუნისტური საზოგადოება შრომის პირობების შეცვლით, მუშა ქალების უზრუნველყოფობის ზრდით, უწინდელი დაურღვეველი პირმოთნე საეკლესიო დამყარებული ქორწინება გარდიქმნება თავისუფალ, ამხანაგურ კავშირათ, და გაჰქრება აგრეთვე ბნელი, საძაგელი, კაცობრიობის დამამცირებელი ბოროტება და წამება მშიერი მშრომელი ქალების როსკიპობა.

ეს გარყვნილება წარმოშვა საქონლის წარმოებამ და კერძო საკუთრების არსებობამ. ამ ორივე ინსტიტუტის გაუქმებით აღარ ექნება ადგილი ქალის სხეულით ვაჭრობასაც. მაშ ნუღარ შეწუხდებიან მუშათა კლასის ქალები იმით, რომ ოჯახი დღეს “იქცევა”. მათ მართებთ წინააღდეგ სიხარული: დეე აღფრთოვანებით შეხვდენ ცისკარს ახალის საზოგადოებისას, სადაც თვითეულ ქალს მოეხსნება ჯაჭვი ოჯახურ მონობისა, სადაც თვითეულ ქალს შეუმსუბუქდება მძიმე ჯვარი დედობისა, სადაც მოეღება ბოლო დაწყევლილ მწვავე და მძიმე ქალის წამებას — როსკიპობას.

ხდება რა მშრომელი ქალი დიდებულ საქმის სოციალურ მებრძოლად მუშათა განთავისუფლების საქმეში, უნდა შეეჩვიოს და გაიგოს, რომ არ უნდა იქნეს წინანდელი განსხვავება და არ უნდა თქვას: “ჩემი შვილებია” და ყველა ჩემი დედობრივი მზრუნველობა და სიყვარული მათ ეკუთვნის, ხოლო ეს ბავშვები კი “შენებია”, მეზობლისაა, მათთან მე საქმე არა მაქვსო. დეე “ისინი” “ჩემებზე” მშივრები იყვნენ, დეე იმათ სციოდეთ ჩემებზე უფრო, მე სხვების შვილებისთვის არა მცალიანო. არა, შეგნებული მშრომელი დედა იქამდის უნდა ამაღლდეს ახლა, რომ არ არჩევდეს თავისას და სხვებისას, და ახსოვდეს, რომ არიან მხოლოდ ჩვენი შვილები, შვილები კომუნისტურ მშრომელი რუსეთისა. ახლა მშრომელი სახელმწიფო საჭიროებს ახალ ფორმებს სქესთა შეერთებისას.

დედის მხოლოდ თავისი შვილისადმი ვიწრო სიყვარულის ადგილს უნდა გაიზარდოს მშობლების სიყვარული ყველა ბავშვებისადმი, მშრომელთა საერთო ოჯახისა. ხელუხლებელ დაურღვეველ და დაწყევლილ ქორწინების ადგილას იქნება თავისუფალი ამხანაგური კავშირი მშრომელი საზოგადოების ორი მოსიყვარულე თანასწორ-უფლებიან წევრთა შორის. ეგოისტურ, კარ-ჩაკეტულ, ოჯახურ იაჩეიკის ადგილზე დიდი საქვეყნო მშრომელი ოჯახი, სადაც ყველა მშრომელი მამა-კაცები და დედა-კაცები უწინარეს ყოვლისა გახდებიან ძმები და ამხანაგები. აი როგორი ფორმა უნდა მიიღოს კომუნისტურ წყობილებაში დამოკიდებულებამ დედა-კაცსა და მამა-კაცს შორის. მაგრამ სწორედ ეს ფორმა თავმდებია იმისა, რომ კაცობრიობის ცხოვრებაში ფრთები გაშალოს თავისუფალმა სიყვარულმა და მიანიჭოს ადამიანს უმაღლესი სიხარული და ნეტარება. რაც იქნება მონაბერი ჭეშმარიტ თანასწორობის და ამხანაგურის გრძნობით, რომლებიც არ იცოდა მოვაჭრე და ანგარებით სავსე საზოგადოებამ.

გზა მიეცით საღ და გაფურჩქვნილ ბავშვებს, გზა მაგარ, მხიარულ, ნორჩ ახალ-თაობას, თავისუფალს. შეუზღუდველს თავის სულის და გრძნობის განცდებით! ასეთია ლოზუნგი კომუნისტურ საზოგადოებისა, აღმგველის ოჯახის დამწყევლილ ფორმისა, როგორიც ბურჟუაზიულ-კაპიტალისტურ წარსულის. დეე მოჰკვდეს ძველი ოჯახი და დეე ჭეშმარიტ თანასწორობის, თავისუფლების და ახალ ქორწინებაში მოპოვებულ ამხანაგურის სიყვარულის გულისთვის მუშა ქალებმა და მუშა მამა-კაცებმა, გლეხებმა და გლეხის ქალებმა იკისრონ ცხოველის რწმენით გადაკეთება საზოგადოებისა ახალ, უფრო მკვიდრ, უფრო სამართლიან კომუნისტურ საფუძველზე. დროშები სოციალურ რევოლიუციისა, გაშლილნი რუსეთში და ქვეყნიერების სხვა მხარეებში გველაპარაკებიან ჩვენ მას, რომ მთებს იქით და მეშვიდე ცაზე კი არ არის ის სამოთხე, რომელზედაც საუკუნოებით სწუხდა კაცობრიობა, არამედ აქვე, ახლო, დედა-მიწაზე.

-

ტექსტი ინგლისურად შეგიძლიათ იხილოთ აქ. ტრანსკრიპცია ორიგინალი თარგმანიდან შეასრულა ჟერმინალმა.

Comments