კომუნიზმის მოკლე თეორია – Humanaesfera (2018)

Humanaesfera-ს 2018 წლის ტექსტი, რომელშიც მოკლედაა გადმოცემული კომუნისტური პოზიცია, აღწერილია კლასობრივი საზოგადოება, მისი ხასიათი და მისი მომავალი განადგურება.

Author
Submitted by Germinal on March 11, 2026

1.

ჩვენ გვაქვს უნარები და საჭიროებები.

2.

ყიდვა და გაყიდვა შეუძლებელია თუ არ არსებობს გაყოფა ჩვენს უნარებს და ჩვენს საჭიროებებს შორის.

3.

ყიდვა და გაყიდვა წინასწარ გულისხმობს იმ საშუალებების წართმევას, რომლების გამოყენებითაც ჩვენს საჭიროებებს ჩვენი უნარებით ვაკმაყოფილებთ. ეს წართმევა არის კერძო საკუთრება, რომელიც ჩვენ პროლეტარებად გვაქცევს.

4.

კერძო საკურება (სახელმწიფოს რეპრესიული ძალის დამსახურებით) უზრუნველყოფს მუდმივი დეფიციტის მდგომარეობას, რათა ყიდვა-გაყიდვა გაგრძელდეს.

5.

ჩვენს უნარებს და ჩვენს საჭიროებებს შორის გაყოფა იქცევა ურთიერთობად, რომელშიც ჩვენ იძულებულები ვართ ერთადერთი რამ რაც ჯერ კიდევ გაგვაჩნია – მოქმედების და ფიქრის უნარი, სამუშაო ძალა – მივყიდოთ კერძო საკუთრების მფლობელებს, რათა გადარჩენისთვის საჭირო ფული მივიღოთ (ხელფასი). მაგრამ ყველაფერი ამდენად ცუდად არ არის, რადგან კერძო საკუთრება სხვა ბევრ არჩევანს გვთავაზობს : მათხოვრობა, ქუჩაში ცხოვრება, შიმშილი, ციხე…

6.

როცა ვყიდით ჩვენს უნარებს (ანუ როცა ვყიდით საკუთარ თავს შრომის ბაზარზე), შრომა და ყველაფერი, რასაც ვაწარმოებთ, კერძო საკუთრებას რჩება. რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, მით უფრო ვზრდით კერძო საკუთრებას ანუ მანძილს ჩვენს უნარებს და ჩვენს საჭიროებებს შორის, მით უფრო გვერთმევა ცხოვრების საშუალებები, მით უფრო ვექცევით მესაკუთრეთა ძალაუფლებაში.

7.

მუშაობით მსოფლიოს ყველა დეტალს თანდათან გარდავქმნით კერძო საკუთრებად. თანდათან გვერთმევა მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ, უფრო და უფრო მეტად გაძევებულები ვართ ჩვენივე გარემოდან, ჩვენ გვიყენებენ და ქუჩაში გვისვრიან, შემდეგ კვლავ გვშთანთქავენ, კვლავ გადაგვაგდებენ და ასე შემდეგ – ჩვენ ვართ პროლეტარიატი, მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. კერძო საკუთრება, რომელიც თანდათან გროვდება (ჩვენი შრომის წყალობით), როგორც არაადამიანური მტრული ძალა ჩვენს წინააღმდეგ, არის კაპიტალი.

8.

გამოყენებულები, დაღლილები, დასტრესილები, გაღიზიანებულები, დასახიჩრებულები, მშფოთვარეები, დათრგუნულები, მუდამ ზღვარზე მცხოვრებები – ჩვენ ეგზისტენციურად და მატერიალურად ვიმყოფებით კაპიტალის საწინააღმდეგო პოზიციაზე, ჩვენი ნების, შეხედულების თუ ცნობიერების მიუხედავად. საკუთრების უქონლობა, პროლეტარობა, არ არის მდგომარეობა რომელსაც ვირჩევთ, არამედ მდგომარეობა, რომელსაც თავს გვახვევს კერძო საკუთრების, საქონლის, კაპიტალის, სახელმწიფოს არსებობა. ეს მუდმივი ეგზისტენციური წინააღმდეგობა კაპიტალთან არის კონფლიქტი, რომელიც კაპიტალისტური საზოგადოების ცენტრშია – კლასობრივი ბრძოლა.

9.

მმართველი კლასი (კერძო ან სახელმწიფო ბიზნესმენები, ბიუროკრატები, მენეჯერები…) ცდილობს პროლეტარების უკმაყოფილება სხვა პროლეტარებისკენ მიმართოს (თანამშრომლები, უმუშევრები, მეზობლები, პროლეტარები სხვა კომპანიიდან, სხვა ქვეყნიდან, სხვა სამეზობლოდან, სხვა კანის ფერის, შეხედულების, ცხვირის ფორმის, სქესის, ტრადიციის, გენდერის, ენის, მიდრეკილების, ფეხბურთის გუნდის…) რათა მათი ტანჯვა[1] მიეწეროს სხვებს, როგორც განტევების ვაცებს; ეს მაშინ, როცა ტანჯვის რეალური მიზეზი კერძო საკუთრების, შრომის და კაპიტალის არსებობაა. პროლეტარები ერთმანეთს ეჯიბრებიან კერძო საკუთრების (ანუ მმართველი კლასის და სახელმწიფოს) მორჩილებაში გადარჩენის (ხელფასების) სანაცვლოდ – ამ შეჯიბრში ისინი სხვა პროლეტარებს ხვდებიან დე ფაქტო მტრებად, ნამდვილ მეტოქეებად, რომლებიც აბრკოლებენ მათ რთულ წამოწყებას გადარჩნენ კერძო საკუთრების სამყაროში, რომელიც ჯუნგლების კანონით მუშაობს.

10.

რადგანაც მმართველი კლასი დღემდე გამარჯვებულად რჩება კლასობრივ ბრძოლაში (სხვაგვარად, კაპიტალისტური საზოგადოება, შრომა, კერძო საკუთრება და სახელმწიფო გადაილახებოდა), ზემოთ აღწერილი მდგომარეობა „ნორმალური“ მდგომარეობაა, რომელიც აუცილებლად ნარჩუნდება, სანამ კაპიტალისტური საზოგადოება არსებობას აგრძელებს. ესაა მდგომარეობა, რომელშიც არ არსებობს კლასები, მხოლოდ „მოქალაქეები“ ჯოჯოხეთურ შეჯიბრში გადარჩენისთვის, საკუთრებისთვის და კაპიტალისთვის. თუმცა ასე მხოლოდ ზედაპირულად ჩანს. რეალურად, პროლეტარები, მათი ნების, შეხედულების თუ ცნობიერების მიუხედავად, შეუჩერებლად იბრძვიან რათა რაც შეიძლება ნაკლები იმუშაონ და რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახადონ ყველაფერი, რაც ჭირდებათ. ეს ბრძოლა პირდაპირ წინააღმდეგობაშია კერძო მესაკუთრეებთან, რომლებიც იბრძვიან (ასევე საკუთარი ნების თუ შეხედულებისგან დამოუკიდებლად) რათა პროლეტარებმა რაც შეიძლება მეტი იმუშაონ (შესაბამისად,გაზარდონ კერძო საკუთრება, ანუ უქონლობა, კაპიტალი და მმართველი კლასის ძალაუფლება) და ყველაფერი რაც შეიძლება ძვირი იყოს, პროლეტარებისთვის რაც შეიძლება მცირე ანაზღაურებით. ეს კონფლიქტი, კლასობრივი ბრძოლა, კაპიტალისტური საზოგადოების ცენტრშია მსოფლიოს გარშემო, ეს არის კონფლიქტი, რომლის დასრულებასაც კაპიტალი ყველანაირი ხერხით („კეთილდღეობის სახელმწიფოდან“ მასობრივ ხოცვა-ჟლეტამდე) ცდილობს, მაგრამ არ შეუძლია.

11.

ეს ბრძოლა, რომელსაც პროლეტარები გამუდმებით ეწევიან კაპიტალის წინააღმდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული თუ ისინი საკუთარი პრაქტიკით შეძლებენ გაანადგურონ ის, რაც მათ უნარებს და მათ საჭიროებებს ყოფს – ანუ თუ შეძლებენ გაანადგურონ კერძო საკუთრება არსებობის და წარმოების საშუალებებზე, შრომის, საქონლის, სახელმწიფოს და კაპიტალის მოსპობით. ამ მიზნისთვის აუცილებელია, რომ მათი კომუნიკაცია და ასოციაციური მოქმედება მსოფლიო დონეზე შედგეს, ერთმანეთს დაუკავშირდნენ „თავიანთი“ მმართველი კლასების წინააღმდეგ, სწრაფად და ერთდროულად მოარღვიონ საზღვრები, საკუთრებები, კომპანიები, დასაქმება-დაუსაქმებლობა, სახელმწიფოები, ერები, იდენტობები (რომლებიც არაფერია სტერეოტიპების გარდა). მოკლედ, მათ უნდა გაანადგურონ ყველა პირობა, რომელიც აიძულებს მათ (საკუთარივე თავის წინააღმდეგ) შეუერთდნენ საკუთრებებს და სახელმწიფოებს, რომლებიც ერთმანეთთან მუდამ დაპირისპირებაში იმყოფებიან და მშრომელებს საკუთარ თავს და ერთმანეთს აწირინებენ „თავიანთი“ მმართველი კლასის, საკუთრებების და სახელმწიფოების დასაცავად.

12.

პროლეტართა ასეთი დაკავშირება და ასოციაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთდროულად ანადგურებს კლასობრივ საზოგადოებას, შეუძლებელი და უაზროა, თუ ამავდროულად არ ქმნის უნივერსალურ (ანუ კოსმოპოლიტურ) მატერიალურ პირობებს, რომლებშიც თითოეულის საჭიროებების და უნარების პრაქტიკული განხორციელება, ანუ თითოეულის თავისუფლება, აღარაა იძულებული შეზღუდოს ან მოსპოს სხვების (და საკუთარი) თავისუფლება, როგორც ეს კერძო საკუთრების ქვეშაა; პირობებს, რომლებშიც თითოეულის თავისუფლება იზრდება ყველა დანარჩენის უნარების და საჭიროებების პრაქტიკული განხორციელებით, ყველა დანარჩენის თავისუფლებით, უსაზღვრო სიმდიდრით, რომელიც შეადგენს მსოფლიო საკაცობრიო საზოგადოების არსებობას. მსოფლიო მოძრაობა – მოძრაობა, რომლითაც პროლეტარიატი თავისუფლად ახორციელებს ადამიანურ საჭიროებებს და უნარებს, მათ დიქტატორულად ახვევს თავს კაპიტალის, ფულის, კერძო საკუთრების და სახელმწიფოს დიქტატურას – არის კომუნიზმი.

Humanaesfera, 2018

[1] როგორიცაა დაღლილობა, გაღიზიანება, კონკურენციაში დამარცხების შიში, შიმშილი, დეპრესია, ძალადობა, მორჩილება, უიმედობა, უსუსურობა

სტატია გადმოთარგმნილია ინგლისური ვერსიიდან. ინგლისური ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ

Comments

Related content

Submitted by drake on May 26, 2017

Responsibility, accountability and punishment all do have an essential and pivotal role in our society in order to live within boundaries of civility. Unfortunately, contemporary psychiatry views all of this differently. Throughout the course of time, as a society, we have institutionalized mental patients with some form of mistreatment and abuse. Locking patients in a cell, caged in 8’ by 10’ rooms, being subjected to humiliation, mental, verbal, physical and even psychological abuse is not the answer. Reasonable, caring people would definitely disagree. The million-dollar question is why as a civilized society do we not bring about desired changes? Even our elected government officials do not realize that there is room for much improvement. It’s quite obvious, it all has to do with maintaining social control and hold down behaviour to determine what is acceptable and is deemed abnormal, inappropriate, weird/strange, bizarre behaviour. However, we don’t track down, apprehend, lock up, and punish corrupt politicians who constantly implement arbitrary laws that only benefit the rich and ultimately stick it to the poor and other disadvantaged people. Do we go after Wall Street brokers who have literally stolen and screwed working class people’s lives and deprived them of their life savings? If that isn’t two-tier justice, I don’t know what justice is. The history of asylums can be traced back as early as 490 in Jerusalem, Unfortunately, even after all these years, advances in treatments are still lagging behind and are regressive in nature. Psychiatric wards have not fully evolved to treat patients with due respect, understanding compassion. To name a few people, going back in time, French historian, Michel Foucult, condemned the use of institutionalized torture. Former prominent psychiatrist, Franco Basaglia, condemned his own profession of its abuses, including torture, humiliation, clearly stating that it serves as unnecessary punishment and cruelty. Thankfully, the horrific tortures of asylums of the past are history now but there is still much room for improvement Today, at Riverview Hospital and places like Colony Farm in Coquitlam, B.C., patients are not re-habilitated but drugged into a stupor. Doctors, nurses and staff basically just pump their patients with mind-altering, brain/nerve damaging drugs; so therefore, the profession of psychiatry does not have the patients’ best interest at heart. How could those who study and train as medical doctors, swear under the medical oath not to do harm patients end up doing the exact opposite. If the majority of society was well informed they would find it utterly and totally untenable. There are solutions to urban psychiatric wards such as safe houses for people in mental crisis/emotional distress. A couple of examples are a runway house in Germany, Soteria house in California. The cost of “imprisoning” people in psychiatric wards is roughly about a thousand dollars per day per person to run and operate. I encourage and implore people to fully lobby their MP’s and their Provincial MLA’s to bring about progressive measures to treat patients with dignity and the respect they so fully deserve.